მარნეულის მერმა წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა.
მუნიციპალიტეტის პირველი პირი, სოფელ წერეთელში, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, მშენებლობის განმახორციელებელი, აზერბაიჯანული კომპანიის „Akelik Group“ -ის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდგომ, ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელები სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც თითქმის ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს, დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივია.