22 ივლისს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-07-19 17:53:19

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 ივლისს 09:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება მანეულის მუნიციპალიტეტის სოფელს წერეთელს, მარნეულში მერაბ კოსტავას, ტაბიძის, ნარიმანოვის, ჟორდანიას, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებს.

22 ივლისს 08:00-დან 09:00 საათამდე - მარნეულში ნარიმანოვის, რუსთაველის, სამედ ვურგუნის, მაზნიაშვილის, ომარ ხაიამის და მიმდებარე ქუჩებს.

10:00-დან 11:00 საათამდე - მანეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ალგეთი, საბირკენდი, აზიზკენდი, ოფრეთი, იალღუჯის დასახლება.

10:00-დან 20:00 საათამდე - სოფლებს შაუმიანი, ხიხანი, შულავერი, ქვემო სარალი. 11:00-დან 12:00 საათამდე - სოფლებს წერეთელი, ბაილარი, მირზოევკა, საიმერლო, დიდი ბეგლიარი და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის  სოფელ დისველს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.