გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ივლისს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება მანეულის მუნიციპალიტეტის სოფელს წერეთელს, მარნეულში მერაბ კოსტავას, ტაბიძის, ნარიმანოვის, ჟორდანიას, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.