"რუსთავი 2"-ს ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა. ის ამ წუთებში მედიასთან კომენტარს აკეთებს.
სალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას და საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს. როგორც არხის ახალმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, არ შეიცვლება არც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.
როგორც სალიამ განაცხადა, იგი დღეს ნიკა გვარამიასთან შეხვედრას გეგმავს. "ვგეგმავ ნიკა გვარამიასთან და სხვებთან შეხვედრას, არა ჟურნალისტების, არამედ მენეჯმენტის ნაწილში", - განაცხადა მან.