"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აღარაა. ცვლილება საჯარო რეესტში ტელეკომპანიის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე აისახა.
ამავე დოკუმენტაციით, ქიბარ ხალვაშმა არხის დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამია მისი ადვოკატით, პაატა სალიათი ჩაანაცვლა. შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.