ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა

2019-07-18 13:32:50

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა.

"რომ არ ვთქვა რომ ეს გადაწყვეტილება შოკის მომგვრელია და აბსოლუტურად წარმოუდგენელი, არ ვიქნები მართალი. ვფიქრობ რომ სამართლებრივი თვალსაზრისით რა სასამართლოც არ უნდა იყოს კრიტიკის უფლება მაქვს. გადაწყვეტილება არის წარმოუდგენელი სრულიად, აბსოლუტურად, სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, ძალიან მძიმეა ის გარემოება რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა გასაჩივრების უფლება. ეს ყველაფერი უნდა მივაწეროთ აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას, არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას სრულად. თუმცა გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს 1 შემთხვევაში და ეს არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვაპირებთ გასაჩივრებას", - ნიკა გვარამია.