საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, რუსთავი 2-ის წილების გადაფორმების შეჩერება გაუქმებულია და არ საჩივრდება. ამის შესახებ მან იუსტიციის სამინისტროს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, თავად ქიბარ ხალვაშის გადასაწყვეტია როდის გადაიფორმებს ტელეკომპანიის წილებს, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ მიაკუთვნა. თუმცა მას ამის უფლება გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე მიეცა.
სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა რუსთავი 2-ის მიმართ არცერთი მუხლის დარღვევა.
"სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა პალატის დონეზე. 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი:
ერთხმად დაადგინა რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობე და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად "რუსთავი 2"-ს ყველა სასარჩელო მოთხოვნა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.