სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, "რუსთავი 2"-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა.
სასამართლომ გადაწყვიტა რომ:
* სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაეშვა აპლიკანტების საჩივარი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ;
* ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ დატოვონ ძალაში დროებითი ღონისძიება — აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი;
* 6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლოში;
* ერთხმად გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი თბილისის სააპელაციო სასამართლოში
* 6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია რომ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.
"რუსთავი 2"-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.