მარნეულში, 26 მაისი ქუჩაზე, ერთსა და იმავე ადგილას 2 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ჰონდას" და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ამავე ადგილას, ერთმანეთს "ჰიუნდაის" და "ნივას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო: Marneuli TV