დაკავებულია 60 წლის ექიმი

2019-07-18 11:24:19

ქობულეთში 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

იგი ერთ-ერთ კლინიკაში ექიმის პოზიციაზე მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ექიმი ნარკოტიკული საშუალების შესაძენად მოქალაქეებზე ყალბ რეცეპტებს გასცემდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 267-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღებას გულისხმობს.