გიორგი გახარია გამოკითხვაზე იყო

2019-07-17 18:13:41

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

მინისტრმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა - "ყველა კითხვა რომელიც აინტერესებდა გენერალურ პროკურატურას დაისვა და მე გავეცი პასუხი. დაკითხვაზე რამდენჯერაც დაგვიბარებენ იმდენჯერ მოვალ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტერიტორიის დატოვებამდე მინისტრმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

"მე მინდა ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ქალბატონ ინგა გრიგოლიას, ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ჩვეულებრივი ელემენტარული ბულინგი რაც მასზე ხორციელდებოდა. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო", - განაცხადა შინაგან სამქეთა მინისტრმა.