გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივლისს ელექტროენერგია 11:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, მამიშლო, საფარლო, ვაკე, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 12:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებში გომარეთი, ველისპირი, მამულო, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში.
12:10-დან 14:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს წინწყარო, ქოსალარი, ქსოვრეთი, გოლთეთი, არნაუთი.
11:30-დან 19:30 საათამდე - მანეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ბეითარაბჩი და მიმდებარე სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.