ზუგდიდის ცენტრში 15 წლის გოგოს ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი შუქნიშანზე, წითელზე გადადიოდა, რა დროსაც, მას ოპელის მარკის ავტომანქანა დაეჯახა.
15 წლის გოგო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მოზარდს შესაბამისი კვლევები უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.