17 ივლისს ელ.ენერგია შეიზღუდება

2019-07-16 18:16:56

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ივლისს ელექტროენერგია 11:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, მზიანეთი, ხოლო 11:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებში მთისძირი, კრწანისი, კუმისის ტბის სანაპიროზე.

11:00-დან 18:00 საათამდე - დაბა კაზრეთს და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალიჭს.

12:00-დან 13:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ზემო კარაბულახი, გედაგდაღი, პირველი სალამალეიქი, მამიშლარი, უსეინქენდი, ახა და მიმდებარე სოფლებს. 13:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებს გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებს. 14:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებს იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.