16 წლის ქართველ გოგოს ეძებენ

2019-07-16 16:45:17

ერთ კვირაზე მეტია სა­ბერ­ძნეთ­ში 16 წლის ქარ­თველ გო­გო­ნას ეძე­ბენ.

გაუჩინარებული გოგონას მამა ამბობს, რომ მხოლოდ ერთი რამ სურს – შვილი ცოცხალი ნახოს. მისი თქმით, პასუხსაც არავინ ეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსაც მიმართა და პოლიციასთან. მამის ინფორმაციით, უწყებაში გოგონას პასპორტს ითხოვენ, რაც მის შვილს თან აქვს წაღებული. ლ. მ. ქობულეთის რაიონის სოფელ სამებიდანაა, რომელიც საბერძნეთში დედამთილთან, მულთან, მეუღლესთან და 5 თვის შვილთან ერთად ცხოვრობდა.