ისანში, საცხოვრებელი სახლის მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა დოლაბაურის ქუჩაზე დილის საათებში მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხობს."