თბილისში, თამარ მეფის ხიდიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა.
ადგილზე დროულად მივიდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
მაშველებმა მამაკაცი მდინარიდან დროულად ამოიყვანეს და მისი გადარჩენა მოხერხდა.
ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, მამაკაცს პირველადი დახმარება უკვე გაეწია.