მაღაზია სპარი დააყაჩაღეს

2019-07-16 12:03:35

თბილისში, გლდანში, გვიან ღამით მაღაზიათა ქსელი "სპარის" ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს.

არსებული  ინფორმაციით, თავდამსხმელმა მაღაზიიდან 200 ლარი გაიტაცა და მიიმალა.

ადგილზე გვიან ღამემდე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.