ასპინძაში 53 წლის მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით მამაკაცები მეგობრობდნენ და ერთად მუშაობდნენ.
სამსახურის შემდეგ ალკოჰოლი მიიღეს, რის შემდეგაც მათ შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა რაც მკვლელობით დასრულდა.
მეზობლები აცხადებენ რომ მომხდარის შემდეგ მამაკაცი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა.
მომხდარ ფაქტზე შსს აცხადებენ რომ - "პოლიციამ ასპინძაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასპინძაში 1 პირი: 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1966 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს თავის საცხოვრებელ სახლში დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს."