16 ივლისს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-07-15 19:20:23

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ივლისს ელექტროენერგია შეიზღუდება:

09:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა და მიმდებარე სოფლებში.

14:45-დან 15:45 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ასურეთი, ჯორჯიაშვილი, შავსაყდარი, ბორბალო, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 15:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ტალავერი, კუდრო, ხატისოფელი, პატარა დარბაზი. 12:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებს ქვემო ბოლნისი, ხატისოფელი, ვანათი, ფოლადაური, სამტრედო და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.