2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება.
მიუნხენში მდებარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. ტურნირის მასპინძლობის სურვილის მქონე შვიდი ქვეყანა იყო – საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია.
გამარჯვებულ ოთხ ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა. თამაშები გაიმართება: მილანში, პრაღაში, თბილისში და კიოლნში.
საქართველოს გარდა 2021 წელს ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ჩეხეთი, გერმანია და იტალია.