პოლონეთის ელჩი რუსთავში.

2017-03-20 12:55:53

პოლონეთის ელჩი საქმიანი ვიზიტით რუსთავში იმყოფება. პოლონეთის დელეგაციამ შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასა და რუსთავის მერიაში გამართა. ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს, ქალაქის განვითარების გეგმა გააცნეს და ერთმანეთს მმართველობის გამოცდილება გაუზიარეს. ვიზიტის ფარგლები, პოლონეთის დელეგაცია მარნეულის, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებისაც ესტუმრება და რეგიონის მასშტაბით არსებულ სიტუაციას გაეცნობა.