აშშ-ში მიგრანტების დეპორტაცია იწყება

2019-07-12 11:12:24

ამერიკის შეერთებულ შტატებში 14 ივლისიდან არალეგალი მიგრანტების დაკავება და მათი დეპორტაცია დაიწყება.

პირველ ეტაპზე, საუბარია რამდენიმე ათას ადამიანზე. უწყების ცნობით, არალეგალი მიგრანტები, შესაძლო დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ უკვე ინფორმირებულები არიან. 

მკაცრი ზომების მიღების შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა ივნისის ბოლოს გააკეთა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ქვეყნიდან მილიონობით არალეგალი მიგრანტის დეპორტაციის პორცესს დაიწყებდნენ.

აშშ-ის იმიგრაციის სამსახურმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ოპერაცია შეეხება ქვეყანაში ახლად შესულ, დოკუმენტების არმქონე მიგრანტებს. უწყების ცნობით, რეიდები 10 დიდ ქალაქში ჩატარდება.

ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო სამსახური ავრცელებს და ამის შესახებ Guardian-ი წერს.