ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
"ინფო რუსთავის"ინფორმაციით ერთმანეთს კვადროციკლი და მოტოციკლი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულები მეგობრები არიან და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
შეჯახების შედეგად ორივე მამაკაცი დაშავდა, ერთერთმა ფეხი მოიტეხა. პაციენტები მკურნალობას ცენტრალურ საავადმყოფოში გადიან.
"შემოყვანილია 2 ახალგაზრდა მამაკაცი, ერთერთ მათგანს აღენიშნება მარჯვენა ქვემო კიდურის ტრამვა, მოტეხილობა. ამ დროისთვის პაციენტი ტრამვატოლოგიურ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას და მას ჩაუტარდება ოპერაცია. მეორე პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული ექსკორიაციები რომელიც დამუშავდა, ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება და მიმდინარეობს მონიტორინგი, სავარაუდოდ მალე გაეწერება", - აცხადებს ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი თეა გელაშვილი.