11 ივლისს რუსთავში ელ.ენერგია შეიზღუდება

2019-07-10 19:39:10

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ივლისს ელექტროენერგია შეიზღუდება:

01:30-დან 02:0 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში შარტავას, ტაშკენტის, სპორტის ქუჩებზე, მე-20 მიკრორაიონში.

13:00-დან 20:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო, ხანჯიგაზლო და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.