ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2019-06-10 19:34:23

რუსთავში, "გრანდ ვეჯინის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მამაკაცი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა ავომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებული, 36 წლის მამაკაცი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. 

"ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, რომ მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.