3 გარდაცვლილი და 5 დაშავებული

2019-07-07 11:15:35

თბილისი-ქუთაისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რუისის მონაკვეთზეავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. გარდაცვლილებს შორის 2 ბავშვი და 1 ქალია.

არსებული ინფორმაციით, "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილის მზღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა თხრილში რა დროსაც ხანძარი გაუჩნდა.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 278-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

 

ფოტო რეალობას არ ასახავს