რუსთავს დატბორვა აღარ ემუქრება [video]

2019-07-04 22:58:30

რუსთავს დატბორვა აღარ ემუქრება. ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. [ვიდეო/video]

პროექტის ფარგლებში, იაღლუჯის ფერდობის გასწვრივ სანიაღვრე სისტემა ეწყობა, რაც ძლიერი წვიმის დროს ფერდობზე წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადების შემოდინებას რუსთავის ქუჩებში ხელს შეუშლის და ქალაქს დატბორვისგან დაიცავს.

სანიაღვრე ქსელის მოწყობა იაღლუჯის ფერდობზე 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 12 500 000 ლარი გამოიყო.

შეგახსენებთ, რომ ჭარბი ნალექის დროს, იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსული წყლით რუსთავის ქუჩები და მიკრორაიონები წლების განმავლობაში იტბორებოდა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მწვავედ 2018 წლის 2 ივნისს დადგა, როდესაც წყლის დიდმა ნაკადმა ქალაქს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

ვრცლად 2019 წლის ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურურლი პროექტის შესახებ ნახეთ სიუჟეტში.