რუსთავში ავტომობილი გაქურდეს

2019-07-04 10:49:45

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტომობილი გაქურდეს.

საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გაჩერებული მანქანიდან დეტალები მოიპარეს.

შემთხვევა სავარაუდოდ ღამით მოხდა, "ნისანი"-ს მარკის ავტომობილს წინა მხარეს რამდენიმე ნაწილი მოხსნეს და მიიმალნენ.

მოპარულია მარცხენა წინა ფარი და სხვა დეტალები.

ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.