რა ბედი ეწევა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობას [video]

2019-07-01 21:46:59

უკვე დახარჯული მილიონობით ლარის, ათობით გამოსყიდული კომერციული ფართისა თუ დანგრეული საცხოვრებელი სახლების მიუხედავად, ფონიჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-2 მონაკვეთი აღარ აშნდება. [ვიდეო/video]

“ინფო რუსთავმა” ინფორმაცია ფონიჭალაში ავტობანის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, ექსკლუზიურად გაავრცელა. როგორც საინფორმაციო სააგენტოს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, პროექტის შეჩერება მოსახლეობის პროტესტმა და მათ მიერ სახლების დათმობის სანაცვლოდ არაგონივრული თანხების მოთხოვნამ გამოიწვია, თუმცა საკითხთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებულ მიზეზებზე საუბრობენ ფონიჭალაში, გზის პირას არსებული კორპუსების მაცხოვრებლები.

რატომ დადგა ეჭვქვეშ მრავალმილიონიან პროექტი, რომლის სისრულეში მოყვანასაც საზოგადოება წლების განმავლობაში ელოდა და არსებობს თუ არა შანსი, რომ მშენებლობა განახლდეს? ვრცლად ნახეთ “ინფო რუსთავის” მიერ მომზადებულ რეპორტაჟში.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI