ყაჩაღობა რუსთავში [video]

2019-07-02 00:17:49

რუსთავში, XVI მიკრორაიონში სოკარის ბენზინ-გასამართ სადგურზე 2 პირი ნიღბებით შეიჭრა და 200 ლარის ოდენობის თანხა გაიტაცა. [ვიდეო/video]

ძარცვისას ნიღბიანებმა დარაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მას სახის არეში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. სოკარის თანამშრომელი, 61 წლის მამაკაცი, "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. 

"პაციენტი შემოყვანილი იყო შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, შემოსვლისას აღენიშნებოდა თავზე მცრე ზომის ნახეთქი ჭრილობა და თვალბოდის ჰემატომა. მოთავსდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, გაეწია შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვევები. ამჟამად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და გაწრილია კლინიკიდან", - განაცხადეს "კლინიკა რუსთავში".

გამოძიება სსკ 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. რას აცხადებს სოკარის თანამშრომელი, ნახეთ ვიდეო.