როგორ მიმდინარეობს გამოცდები რუსთავში

2019-07-01 09:45:47

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

რუსთავში გამოცდაზე 497 აბიტურიენტიდან 41 არ გამოცხადდა.

რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ  - "გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, არანაირი პრობლემა არ არის, ყველაფერი გამართულად მუშაობს. რაც შეეხება აბიტურიენტებს, გამოცდაზე 497 აბიტურიენტიდან 41 არ გამოცხადდა".

2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41000-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი 12000-მდე კანდიდატი დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ გამოცდები დღეს დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება.