ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე [video]

2019-06-30 16:54:05

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ჰონდას" მარკის ავტომობილს 2 სატვირთო მანქანა დაეჯახა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი მამაკაცი რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
დაშავებულის ახლობლების თქმით, ტრაილერის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.