2019 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია.
რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ - "საგამოცდო ცენტრის სექტორი გაგრილების სისტემითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილია, არანაირი პრობლემა და შეფერხება არ არის და მზად ვართ გამოცდების დასაწყებად".
2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41000-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი 12000-მდე კანდიდატი დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, რომ გამოცდები 1 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.