გლობალური ტური ლაზერულ სირბილში

2019-06-30 15:06:59

რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკში, სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული ხუთჭიდის ფედერაციის ეგიდით გაიმართა გლობალური ტური ლაზერულ სირბილში.

"ლაზერული სირბილი არის, სროლა და სირბილი კონბინირებული. ეს ღონისძიება არის მსოფლიო მასშტაბის, ტარდება მსოფლიოს 60 ქვეყანაში, სულ 100 ქალაქში. დღევანდელი ტურნირი არის საბოლოო საქართველოს მასშტაბით. ღონისძიებაში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 150-ზე მეტი მონაწილე გვყავს" - განაცხადა თანამედროვე ხუთჭიდის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანმა კახა გოცირიძემ.

ტურნორი საქართველოში უკვე წელს მეოთხედ ტარდება.