მგზავრები რუსთავში ვერ ბრუნდებიან

2019-06-28 23:03:04

მგზავრები რუსთავში ვერ ბრუნდებიან.

თბილისში რამდენიმე სადგურზე მიკროავტობუსების დეფიციტია.

"ინფო რუსთავს" მგზავრები დაუკავშიდნენ და აღნიშნეს რომ გლდანში და რკინიგზის სადგურზე უკვე 1 საათია მგზავრები მიკროავტობუსის მოლოდინში არიან.

"ვრეკავთ ცხელ ხაზზე მაგრამ არავინ გვპასუხობს. ჯერ გლდანში ველოდებოდით მიკროავტობუსებს, შემდეგ კი რკინიგზის სადგურზე გადმოვინაცვლეთ და არც აქ დაგვხვდა მიკროავტობუსები. უკვე 1 საათია გაჩერებაზე ათობით ადამიანი დგას", - განაცხადა ერთერთმა მგზავრმა.