2019-06-28 22:01:29
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ივნისს ელექტროენერგია შეიზღუდება:
10:00-დან 10:15 საათამდე და 13:00-დან 13:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, მაზნიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.