ლარი გაუფასურებას განაგრძობს

2019-06-27 18:37:25

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.877 ლარად, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.860 ლარად შეგიძლიათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური კურსით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.879 ლარია.