"სწავლის ტკბილი კენწერო" - ბანკეტი, დღე, რომელსთვისაც კურსდამთავრებულთა უმეტესობა განსაკუთრებულად ემზადება.
როგორ უნდა გამოვიყურებოდე გამოსაშვებ საღამოზე? - ეს კითხვა ბევრ მოსწავლეს სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე წლით ადრეც კი უჩნდება.
დამამთავრებელ კლასში მყოფი გოგონათა დიდი ნაწილი სამზადისს ძალიან დიდ დროს უთმობს. კაბა, ფხსაცმელი, მაკიაჟი, ვარცხნილობა და სხვადასხვა აქსესუარი, ყველა დეტალს დაფიქრება და გათვალისწინება სჭირდება.
ბიჭებისთვის არჩევანი დიდი არაა, თუმცა სტილს, რომელიც მათ გამოსაშვები საღამოსთვის უნდა აირჩიონ, მაინც სიფრთხილითა და დიდი ყურადღებით ეკიდებიან.
და ბოლოს, რაც გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც საერთოა, ფოტო-ვიდეო გადაღება, გავრცელებული აზრის თანახმად, ეს ერთადერთია, რაც ადამიანს დაუვიწყარ მოგონებებთან ერთად რჩება. ხშირ შემთხვევაში, გულმოდგინე სამზადისი სწორედ იმასთანაა დაკავშირებული, რომ ახალგაზრდას სკოლის გამოსაშვები საღამოდან ლამაზი ფოტოსურათები შემორჩეს. კურსდამთავრებულები დაკვირვებით ირჩევენ, ვინ აღბეჭდავს მათთვის უმნიშვნელოვანეს დღეს კადრებზე.
"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა კვირის ფოტორეპორტაჟში თქვენთვის ფოტოებით მოეყოლა, როგორ გამოიყურებოდა რუსთაველი კურსდამთავრებულების ნაწილი გამოსაშვებ საღამოზე.
სურვილის შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ საინფორმაციო სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე თქვენი ფოტოსურათი, რომელსაც დავამატებთ ფოტოკოლაჟს.