ჰაერში ტყვიის შემცველობა რუსთავში

2019-06-27 11:38:51

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს.

თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

18 ივნისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ქ.რუსთავში 2.4-ჯერ.

22 ივნისს თბილისში წერეთლის გამზირზე და აგლაძის ქუჩაზე განთავსებულ მობილურ ავტომატურ სადგურზე 1.1-ჯერ, ხოლო რუსთავში 1.2-ჯერ.

23 ივნისს თბილისში აგლაძის ქუჩაზე და ქ.რუსთავში 1.4-ჯერ,

24 ივნისს მხოლოდ ქ.რუსთავში 1.1-ჯერ.

ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.