27-28 ივნისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28,+33 გრადუსია მოსალოდნელი. 27 ივნისიდან ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს.
თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 27 ივნისიდან შედარებით აგრილდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 27 ივნისი +35°C, 28 ივნისი +33°C, 29 ივნისი +31°C, 30 ივნისი +29°C.