გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ივნისს ელექტროენერგია შეეზღუდება:
11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში შარტავას, ტაშკენტის, ლეონიძის, მეგობრობის, მესხიშვილის ქუჩებზე, მე-15, მე-7 ბ, მე-7ა, მე-7, მე-20 მიკრორაიონებში.
10:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებს ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი, ველი და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ყარაჯალარი, ველი, გაჩიანი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში.
11:30-დან 21:30 საათამდე - სოფლებში ახალწყალი, ქვემო თელეთი, თელეთი, კუმისი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 15:15 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯანდარა, გარდაბანი და მიმდებარე სოფლებში.
13:00-დან 19:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხოჯორნი, გულუბახი, ბრდაზორი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.