ხმაური ტრანსპორტის კომისიის სხდომაზე [video]

2019-06-27 00:35:00

რუსთავის საკრებულოში კომისიის სხდომაზე რუსთავის მერიიდან შესული წერილის, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დადგენილი ფასის შემსწავლელი საბჭოს რეკომენდაციის განხილვა მოხდა. [ვიდეო/video]

კომპანია ინტერტრანსის დირექტორმა სანდრო ჯაფარიძემ საკრებულოს წევრებთან რამდენჯერმა გაიმეორა რომ - "ხელშეკრულება დარჩეს ისევ ისე რაც იყო, მგზავრობის ტარიფი კი გახდეს 1.8 ლარი, რომელიც ისედაც არ ყოფნის კომპანიას, მაგრამ რაღაცაში შეგვეშველება."

კომისიის წევრები მოითხოვდნენ რომ ხელშეკრულებაში განხორციელდეს ცვლილებები და გარკვევით ჩაიწეროს ყველა ის საკითხი რასაც მგზავრები ითხოვენ, ასევე აქტიურობდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ რომ კომპანიამ შეასრულოს ყველა ის ვალდებულება რაც ხელშეკრულებით აქვთ გაწერილი.

კომისია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მომხდარა. აქვე აღსანიშნავია რომ კომპანიის დირექტორი კატეგორიულად მოითხოვს რომ მგზავრობის საფასური გაიზარდოს და საკრებულომ გაითვალისწინოს ის რეკომენდაცია რომელიც სამხარაულის ბიურომ გასცა.

რა ხდებოდა კომისიის სხდომაზე, ნახეთ ვიდეო