"თამაში სხვათა საწოლში" [photo]

2019-06-27 10:41:11

რას განიცდიან ქალები, რომლებიც საკუთარი სხეულით ვაჭრობენ? ბრძოლა არსებობისთვის თუ თავისუფალი არჩევანი? - რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში ლარისა ხაჭაპურიძის სპექტაკლის "თამაში სხვათა საწოლებში" პრემიერა გაიმართა.

გურამ ბათიაშვილის პიესის "გურჯი ხათუნების" მიხედვით დადგმული სპექტაკლი გვიყვება ამბავს, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო და სამწუხაროდ დღესაც გრძელდება. ლუკმა პურისთვის უცხო მიწაზე გადახვეწილი ქართველი ქალის მძიმე ცხოვრება და აუტანელი დამცირება. რამ შეიძლება აიძულოს ქალს ივაჭროს საკუთარი სხეულით, არსებობს თუ არა გამოსავალი და არიან თუ არა ასეთი ადამიანები განწირულნი ძალადობისთვის, უარეს შემთხვევაში კი სიკვდილისთვის?

სპექტაკლი მაყურებელს ბევრ კითხვას უსვამს და ზოგერთ მათგანზე პასუხსაც თავადვე სთავაზობს. ხშირად სწორედ ამ მაყურებელის ნაწილი რიყავს და კიცხავს ადამიანს, რომელიც საკუთარი სხეულით ვაჭრობს.

რეჟისორმა ლარისა ხაჭაპურიძემ გურამ ბათიაშვილის პიესა "გურჯი ხათუნები" წლების წინაც დადგა, მასში იმ დროს რუსთავის თეატრის წამყვანი მსახიობი გია ტყეშელაშვილი ერთ ერთ მთავარ როლს ასრულებდა. რეჟისორს სპექტაკლის განახლების იდეა  მაშინ გაუჩნდა, როცა მსახიობი გია ტყეშელაშვილი ავად გახდა. ხაჭაპურიძეს, სურვილი ჰქონდა სპექტაკლი საქველმოქმედო ხასიათის ყოფილიყო და შემოსული თანხით გია ტყეშელაშვილს მკურნალობაში დახმარებოდა. სამწუხაროდ, სპქეტაკლის დადგმა მსახიობის სიცოცხლეში ვერ მოესწრო, რეჟისორმა კი ამჯერად სპექტაკლი "თამაში სხვათა საწოლში" სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნა.

სპექტაკლში მონაწილეობენ:

ნინიკო - ხათუნა ბოკუჩავა.

მაიკო - მარი კვიტაიშვილი, თამთა თათარაშვილი.

თინიკო - თეა შერვაშიძე, მაია გელიაშვილი.

ნიჰალი - თამარ კანდელაკი, გიგა ლორთქიფანიძის პრემიის ლაურეატი. 

პოლიციელი - დონარა გვრიტიშვილი.

ვახო - სოსო ელიზბარაშვილი, შოთიკო ნოზაძე.

აზიზ-ბეი - რეზო კოღოშვილი.

ნური - ზაალ გამყრელიძე.

ფრიდონი - ბექა კულინჯარაშვილი.

რეჟისორი და კოსტუმებიხ მხატვარი -ლარისა ხაჭაპურიძე, გიგა ლორთქიფანიძის პრემიის ლაურეატი .

მხატვარი - ლომგულ მურუსიძე, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი.

რეჟისორის თანაშემწე -  ლეილა ჯელაძე.