ქ.რუსთავში 14 ივნისს, ელექტრონული რეგისტრაციით ბაგაში (2-3წლ.) ჩარიცხული ბავშვების მშობლების საყურადღებოდ:
ბაღებში საბუთების წარდგენის ვადა იწურება 28 ივნისს!
საბუთების წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბავშვი ბაღში არ ჩაირიცხება და არსებული ვაკანსია შეივსება რეზერვის სიით.
შეგახსენებთ, წარსადგენ საბუთებს:
1.ბავშვის 2 ფოტო 3/4-ზე
2. ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი (ნოტარიული დამოწმების გარეშე)
3.ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა 100
4. ცნობა იუსტიციიდან, რომ ბავშვი რუსთავშია ჩაწერილი ან აქვს რუსთავში მიწერა.