ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე [video]

2019-06-25 22:39:09

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს გზაზე. [ვიდეო/video]

ერთმანეთს "ტიოტა"-ს და "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

თვითმხილველების თქმით "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სიჩქარის შემზღუდავთან მანქანის შეჩერება ვერ მოახერხა და "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილს უკნიდან დაეჯახა.

ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.