გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 ივნისს ელექტროენერგია შეიზღუდება:
11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში შარტავას, ქუთაისის ქუჩებზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებში კინოთეატრ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო 18:00-დან 18:10 საათამდე - ლომოურის, ფალიაშვილის, მშენებელთა, მე-11, მე-7 მიკროარიონებში.
10:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს სოფელ სართიჭალაში.
10:30-დან 14:00 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახალშენი, იმერა, აშკალა და მიმდებარე სოფლებს.
11:30-დან 18:30 საათამდე - მარნეულში კოსტავას, ტაბიძის, საიათნოვას, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ წერეთელში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.