საკონსულტაციო სხდომა რწმუნებულის ადმინისტრაციაში

2019-06-25 15:21:30

რუსთავში, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული რეგიონული პროექტების შესახებ იმსჯელეს. მათ შორის, სკოლების, ახალი ობიექტების, სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე. ასევე განიხილეს, პროექტების შესრულების ტემპები და ვადები.

"სრულად თავიდან ბოლომდე, ყველა მუნიციპალიტეტში სამუშაოები მიდის ერთიანი ტემპით წარმატებულად. ის, რაც დაგეგმილი იყო გამოცხადებები ტენდერების სრულად და 100 %-ით შესრულდა, თუმცა აქ ორი ესეთი მცირე ხარვეზი და ჩავარდნაა ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც არის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული რუსთავიდან და გარდაბანში. როდესაც შევნიშნეთ, რომ არის პრობლემები სესრულებაში და შესაბამის პასუხისმგებლობაში იმ ვალდებულებების დავიწყეთ მათთან იმ რეგულაციების ამუშავება, რაც გაშავებას ემსახურება კომპანიის, რომ ჩვენ აღარ გვქონდეს ბევრი დასაკარგი დრო" - განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა

სხდომას ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლები და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ.