ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2019-06-24 20:39:11

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

სატვირთო ავტომობილი ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა.

შემთხვევა 1 მაისის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით სატვირთო ავტომობილის მძღოლი მანქანის მოტრიალებას ცდილოდა, უკან სვლის დროს კი მილს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სოკარ გაზის ეკიპაჟები.

დაზიანებული მილი სოკარ გაზის თანამშრომლებმა დროებით შეაკეთეს, მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეეზღუდა.