"ევერესტმა" 2019 წლის საიუბილეო მე-20 სეზონის გამარჯვებულები გამოავლინა.
დაჯილდოებულთა შორის რუსთაველი მოსწავლეები არიან.
ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელი ქ.რუსთავის N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ექვთიმიშვილია.
ხოლო მეორე ადგილის მფლობელი ქ.რუსთავის 24-ე სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე თეკლა ჭაბაშვილი.
"ოქროს ტურის" 2019 წლის ზაფხულის სეზონის გამარჯვებული კი ქ.რუსთავის №2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ნინი ხოხონიშვილი.
ოლიმპიადა "ევერესტი" მათემატიკოსმა დაჩი ნანობაშვილმა 2006 წელს დაარსა. მასში მონაწილეობას მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეები იღებენ.
ამჟამად "ევერესტი" ყველაზე დიდი მათემატიკური ოლიმპიადაა საქართველოში. ის თბილისში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, ბათუმში, ფოთში, სენაკში, თელავში, ხაშურში, ლანჩხუთში, ბორჯომში, გურჯაანში, ოზურგეთში, ახალციხესა და საჩხერეში ტარდება. საშუალოდ მასში ყოველწლიურად საჯარო და კერძო სკოლების 30 000 მოსწავლე მონაწილეობს.
23 ივნისს გამარჯვებულების დაჯილდოება მთაწმინდის პარკში კლუბ "ანდერვილში" გაიმართა.